ტეხასში სროლის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მცირეწლოვანია

0

ტეხასის შტატში, ქალაქ ფორტ-უერტში სროლის დროს 4 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fort Worth Star-Telegram ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სროლა მაღაზიასთან მოხდა, ბოროტმოქმედი მანქანიდან ისროდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ადგილობრივი დროით, 17:39 საათზე მივიდა.
როგორც გამოცემა იტყობინება, შემთხვევის შედეგად, სამი წლის ბავშვები და 19-20 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი