საფრანგეთში ძლიერი წვიმის გამო 1 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ოდის პრეფექტურაში, ძლიერი წვიმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო უგზო-უკვლოდ 2 ადამიანი დაიკარგა. მომხდარის შესახებ ინფორმაცის ტელეარხი CNews ავრცელებს.
Twitter-ზე პრეფექტურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოდის დეპარტამენტში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი გრძელდება, ნალექი უკვე 180 მილიმეტრამდე აღწევს. სასკოლო ტრანსპორტის მოძრაობა კარკასონის აგლომერაციაში უკვე გაუქმებულია.