სოფო ხორგუანი: ეს ქვეყანა რომ იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი

„ეს ქვეყანა რომ იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა და კრიზისების მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა დაწერა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერის გავრცელების თემას გამოეხმაურა, რომელიც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა.
„თქვენმა მზემ, აი. მირზამ ვიტიას ყურში რაღაც უჩურჩულა საქვეყნოდ, ამიტომ თეთრაძის საქმე, შავაძის საქმე, ცინდელიანის საქმე, ქარდავას საქმე, ეხვაის საქმე და ასეთი ბევრი სხვა საქმე არ არსებობს და ახალაიები და მეგიზი და დაბმული კაცის გაუპატიურება ჩვენმა ფანტაზიამ გამოიგონა. პრიმიტივიზმი სახვით ხელოვნებაშია საამო საცქერი, ისიც ნიკო ფიროსმანი თუა ან ანრი რუსო.
p.s. უძინართა მზის ხსენება კანტროლკა იყო p.p.s. ეს ქვეყანა რომ იმ სადისტებისა და მავნებლების მობრუნებას არ იმსახურებს, ეს ნამდვილად ვიცი. p.p.p.s. მასე გააგრძელეთ და 28 ოქტომბერს ზურაბიშვილის ამომრჩეველს მანქანით უსასყიდლოდ მოვემსახურები უბნებამდე მისასვლელად p.p.p.p.s. ვერ ვუყურე, გაშიფრული წავიკითხე, თუ ეთერში უცენზურო სიტყვები გადიოდა, შემდეგში +16 მაინც დააწერეთ“, – წერს სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები