ლაშა ნაცვლიშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე: ყველამ ვიცით, რამდენად აცდენილია რეალობას გამოქვეყნებული ბჟუტური

„პოსტ ტვ“-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი “რუსთავი 2”- ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. ლაშა ნაცვლიშვილი შესაბამისი შინაარსის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს. “2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა ციხის კადრებმა უტყუარად დაადასტურეს ის, რაც მანამდეც ზედმიწევნით კარგად ვიცოდით – პატიმართა მასობრივი წამება რეჟიმის ბანალური ყოველდღიურობა იყო. ამიტომ ააფეთქა იმ კადრებმა ქვეყანა. ნესტიანი ასანთის ღერივით, აალების გარეშე გაიხრჩოლებს დღევანდელი “სენსაცია”, რადგან უკლებლივ ყველამ ვიცით, რამდენად აცდენილია რეალობას დღეს გამოქვეყნებული ბჟუტური. “ადიბასი” არ მუშაობს!”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები