თურქეთში ავარიას 18 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ავარია იზმირის პროვინციაში მოხდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელიც გადატრიალდა, მიგრანტები გადაჰყავდა.
ჯერ უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ასევე დაუდგენელია მიგრანტების ეროვნება.
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები