გერმანიაში მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, არიან დაშავებულები (ვიდეო)

გერმანიაში, ორ ქალაქს, კელნსა და ფრანკფურტს შორის მოძრავ ექსპრეს-მატარებელს მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ტაბლოიდი Bild იტყობინება, შემთხვევის შედეგად 5-მა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მატარებლიდან 500 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები