რუსთაველის თეატრი დიმიტრიას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
რუსთაველის თეატრი დიმიტრიას 53-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება, რომელსაც სალონიკის მუნიციპალიტეტი ატარებს.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, რუსთაველის თეატრი 16 ოქტომბერს წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს: „მარია კალასი. გაკვეთილი“. სპექტაკლი ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, დავით დარჩია, ლელა ახალაია, არჩილ გოგიტიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი.
დიმიტრიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა საბერძნეთისთვის და განსაკუთრებით, ქალაქ სალონიკისთვის.