პესკოვი:კრემლი აკვირდება უკრაინის ავტოკეფალიას
კრემლი დიდი ინტერესით აკვირდება უკრაინის ავტოკეფალიას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს არ შეუძლია ჩაერიოს ეკლესიებს შორის დიალოგში.
კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სინოდმა წარსულში განაცხადა, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაწყებულია. მან, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ორი არაკანონიკური მღვდელმსახურისთვის ანათემის ჩამორთმევის შესახებ.