ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება. გერმანიის კინოს მუზეუმში კოტე მიქაბერიძის ფილმის – „ჩემი ბებია“ ჩვენება გაიმართა.
მოეწყო სოსო დუმბაძისა და ნინო ძანძავას წიგნის პრეზენტაციაც, რომელიც ცნობილი ქართველი კინორეჟისორის კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წიგნი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ინგლისურ ენაზე გამოიცა.
ქართული ფილმების რეტროსპექტივას ეროვნული კინოცენტრი, გერმანიის კინოს მუზეუმთან და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ – „არსენალთან“ ერთად 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე მართავს.
ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს – უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები