სამი ქართველი ემიგრანტის პოეზიის საღამო გაიმართება
19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეზიის საღამო – „სიყვარულის ფრთებით საქართველოსკენ!“ – გაიმართება.
მონაწილეობენ – ნინო სპანდერაშვილი, ზურაბ პაპიაშვილი და ხათუნა შავგულიძე.
„ძვირფასო მეგობრებო, ისევ ჩამორეკა მონატრების ზარმა, ისევ გაშალა ფრთები სიხარულმა და ისევ ,,შემოვფრინდით” სამშობლოში სხვადასხვა მხრიდან სამი ქართველი ემიგრანტი – ნინო სპანდერაშვილი, ზურაბ პაპიაშვილი და ხათუნა შავგულიძე. როგორც ყოველთვის, თან მოვიყოლეთ უსაზღვრო სიყვარული და მოუთმენლად ველით თქვეთან შეხვედრას, რადგან ვიცით, რომ თქვენც ასევე უსაზღვრო სითბოს შემოგვაგებებთ!… და დაინთება სიყვარულის, იმედისა და რწმენის კელაპტარი, რომლის ალი ყველას გულს მოედება და გვათქმევინებს – ,,დიდება უფალს სიყვარულისთვის, მეგობრებისთვის და ამ დიდებული სამშობლოსთვის, რომელსაც საქართველო ჰქვია!”
გელით, გეფერებით და გვიყვარხართ!“ – წერენ ნინო სპანდერაშვილი, ზურაბ პაპიაშვილი და ხათუნა შავგულიძე.
მისამართი: თბილისი, მაჩაბლის ქ. 13.