ფრანკფურტში 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი

საპატიო სტუმარი ქვეყნის კვირეულის ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე პროექტის ლიტერატურული სპიკერების – აკა მორჩილაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლით დაიწყო. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ კვირეულში, 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველის წინაშე 33 ჟანრობრივად მრავალფეროვანი სერიით წარდგება. ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების გერმანულენოვანი თარგმანების კითხვა/პრეზენტაციები საქართველოს პავილიონში, ბაზრობის სხვადასხვა სივრცესა და სცენაზე და ფრანკფურტის ლიტერატურულ ინსტიტუცებსა და კაფე-სალონებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ყველა მნიშნელოვან ლიტერატურულ ფესტივალზე იმართება. კვირეულის განმავლობაში, ქართველ ავტორებს – აკა მორჩლაძეს, ნინო ხარატიშვილს, ლაშა ბუღაძესა და ნანა ექვთიმიშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ ყოველდღიურად მასპინძლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები