ფრანკფურტში საერთაშორისო „პენმარათონი – 2018“ გაიმართა და გამარჯვებული ქართველი ავტორები გამოვლინდნენ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელშიც წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, საერთაშორისო „პენმარათონი 2018“ გაიმართა. საკონკურსო კომისიამ ექვსი გამარჯვებული გამოავლინა.
ქართველი ავტორებიდან ჯილდოები დაიმსახურეს: I პრემია – 3000€ – ირმა მალაციძემ, II პრემია – 2000€ ალეკო შუღლაძემ, III პრემია – 1000€ მინდია არაბულმა.
გერმანელი ავტორებიდან- I პრემია – 3000€ – იანა ფოლკმანმა, II პრემია – 2000€ სიმონა ჰარმაინეკერმა, III პრემია – 1000€ სარა ბერგერმა.
ასევე, პენმარათონზე გამომცემლობა „დიოგენემ“ კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან შედგენილი ორენოვანი (ქართულ-გერმანული) კრებულის პრეზენტაცია მოაწყო.
კრებულში შესულია მინდია არაბულის, ნინო გუგეშაშვილის, თეა თოფურიას, ირმა მალაციძის, ალეკო შუღლაძის, სარა ბერგერის, ტილო დირკესის, სიმონა ჰარმაინეკეს, ლასე კოლმაიერისა და იანა ფოლკმანის მოთხრობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები