სოფო კილაძე ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური მიუღებელია

ჟურნალისტებზე თავდასხმა უნდა დავგმოთ, მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე წერს და ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებზე მოხდარი ძალადობის ფაქტს ეხმაურება.
ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური არის მიუღებელი. ჟურნალისტებზე თავდასხმა უნდა დავგმოთ, მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების.
ჩვენ არ შეიძლება დავემსგავსოთ ნიკა გვარამიას, რომელიც მზადაა ქალს ხელი დაარტყას იმიტომ, რომ მისი აზრი არ მოეწონა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს შეავიწროვონ და იძალადონ ქალზე.
სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ამ ვანდალურ ფაქტზე და მე მიხარია, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ ფაქტებზე არის შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედია-საშუალებას წარმოადგენს ჟურნალისტი”, – წერს კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები