ვახო ჭუმბურიძე: მსხვილ სექტორებს თუ კარგად არ მოუსმენთ, დიდი კოლაფსი გვექნება

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახო ჭუმბურიძე სესხებზე ახალი რეგულაციების დაწესების საკითხს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები პოზიტიურ შედეგებს არ მოიტანს.
“1 ნოემბრიდან ახალი რეგულაციების გამო, სესხით, ფაქტობრივად, ვერავინ ისარგებლებს. რა მოხდება მივყვეთ თანმიმდევრულად:
სამშენებლო ბიზნესის გაჩერების უდიდესი საფრთხე.
რა თქმა უნდა, ყველა მცირე და საშუალო ზომის სამშენებლო კომპანია, თავის დასაქმებულებიანად, გაქრება რუკიდან. დარჩება, ალბათ, ორი მსხვილი კომპანია: “არქი” და “მ2”, რომლებსაც დიდი ფინანსური ზურგიდან გამომდინარე ექნებათ ორი არჩევანი: გააკეთონ შიდა განვადება მაქსიმუმ 4-5-წლიანი (სადაც ყოველთვიური გადასახადი იმდენად დიდი იქნება, რომ ბევრი დასაქმებული ვერ გაწვდება ან თუ გარისკავს და მაინც გადაწყვეტს, სადღაც გაიჭედება და იმ ფულს და ბინას დაკარგავს. ჰო, კიდევ, განვადებებს, ალბათ, ისე გააკეთებენ, რომ არ გადამოწმდება საკრედიტო ისტორია (ეს კიდევ უფრო დიდი რისკია).
მაქსიმალური დაინტერესება იქნება ბინების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა/ამოყიდვის. შესაბამისად საქართველოში უფრო მეტი ირანელი, არაბი, სირიელი, რუსი და ასე შემდეგ საქართველოს მიწაზე აშენებული სახლების მეპატრონეები გახდებიან. შავ ფულს დააბანდებენ, იყიდიან ქონებებს და მერე ან თავისიანზე ან ჩვენზე გააქირავებენ, ჩვენს საკუთრებაში მხოლოდ ეზოს ბირჟა იქნება ან სკვერი ( ამ ეტაპზე)
რას გამოიწვევს სამშენებლო ბიზნესის გაჩერება?
1) უმუშევრობა
2) კონკურენციის გარეშე დარჩენილ სექტორში ფასების ზრდა ან გაორმაგება (რათქმა ეს იმოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილ გაყიდვების არხებზე)
ავტომობილების
ბაზრის გაჩერება/სიკვდილი
უძრავ ქონებასთან მიმართებაში სადაც კიდევ უფრო მყარი გარანტიაა იმის, რომ თუ კლიენტი ვეღარ მოახერხებს შიდა განვადების გადახდას, უპრობლემოდ დარჩება უძრავი ქონება, რომლის ფასი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, ხოლო ავტომობილზე შიდა განვადება თითქმის შეუძლებელია მისი ყოველთვიური ცვეთის და რისკიანობის გამო. ამიტომ აწი გინდა ელექტო ავტომობილი შემოიყვანე და გინდა ურიკა- მსყიდველუნარიანი ადამიანი არ იქნება.
ტექნიკის მაღაზიები
აქ კიდევ უფრო რთულად იქნება საქმე და უკვე არის (არ გჯერათ? ბოლოს როდის დაგიმტკიცდათ განვადება? ) ფაქტიურად პროდუქციის ამოყიდვა გაჩერდება. შიდა განვადება მე მგონი ამ სექტორში გამორიცხულია. ანუ რა მოხდება აქ? მაღაზიები დაიხურება, უმუშევრობის დონე გაიზრდება და რომელი მაღაზიაც დარჩება ბაზარზე რა თქმა უნდა პროდუქტს გააძვირებს.
როდესაც ერთ ერთი პირველი რეგულაცია გაატარეთ, რომელსაც ერქვა “ლარიზაცია” რა ეფექტი მოგცათ? კურსი შეინარჩუნეთ? მაინც დოლარში ხდება მსხვილი გარიგებები. ახლა აპირებთ ლარიზაციის დონის გაზრდას 200 000 ლარამდე. ანუ თქვენს “წარმატებულ” ნაბიჯებს აორმაგებთ
მე ამას ვინმეს ჭკუის დასარიგებლად არ ვწერ, მაგრამ გულწრფელად მტკივა გული, რომ ერთადერთ აწყობილ სისტემას და ქვეყანას აკოტრებთ.
და ბოლოს, ნუ შემომივარდებით ახლა კომენტარებით ის ხალხი, რომლებიც ბანკებს აგინებთ მაღალ პროცენტზე (ქვეყნის რისკიანობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ძალიან კარგი პროცენტია), გამოსახლებაზე ( ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია. ვერ იხდი ? ან უნდა გაყიდო ან გამოგასახლებენ).
სესხი ბოროტება არ არის და მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ გაიუმჯობესო პირადი მოთხოვნები, მხოლოდ სჭირდება ჯერ თქვენი მხრიდან სწორად რისკების შეფასება და მერე ფინანსური ინსტიტუტებიდან.
და კიდევ, ამ მსხვილ სექტორებს თუ კარგად არ მოუსმენთ დიდი კოლაფსი გვექნება….
მადლობა, ნახვამდის პრინციპულებო”, -წერს ვახო ჭუმბურიძე.
სტატუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები