უკრაინის საბავშვო ბაღში 44 მცირეწლოვანი მოიწამლა
უკრაინაში ხმელნიცკის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღიდან 56 ადამიანი ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან უმრავლესობა მცირეწლოვანია. მომხდარის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარისას ხმელნიცკის რაიონის კვლევითი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ტატიანა ფედაკიმ განაცხადა.
როგორც რამდენიმე დღის წინ ხმელნიცკის რაიონის კვლევითი ცენტრის პრესსამსახური იტყობინებოდა, ხმელნიცკის საბავშო ბაღში ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს, რომლის გამოც საავადმყოფოში 26 მცირეწლოვანი და 5 სრულწლოვანი გადაიყვანეს. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით დაავადებულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა.
“დღესდღეობით დაავადებულთა შორის 56 ადამიანია, მათ შორის 44 მცირეწლოვანია.
დაავადებულთა შორის 45 ადამიანს სალმონელოზის ინფექცია ლაბორატორიულად დაუმტკიცდა. კვლევები გრძელდება, ინფექციის კერა ეპიდემიის ადგილზე ამ დრომდე არსებობს”, – აცხადებს ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ტატიანა ფედაკი.