მესტიაში იელის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას რესტავრაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა

 2018 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტში, იელის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას რესტავრაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა.

რესტავრაციის პროცესში ჩატარებული სამუშაოები:
1. ძველი და დაზიანებული სახურავის დაშლა;
2. მინაშენის მოსწორება ხელით;
3. მინაშენის და ნაკოშკარის ფიქალი ქვის კედლების დაშლა და იგივე კედლების აღდგენა კირ-ცემენტის ხსნარით და ძველი ქვის 50%-ის გამოყენებით;
4. გადახურვის ხის კონსტრუქციების მოწყობა;
5. სახურავის მოწყობა ყავარით;
6. საძირკვლების გამაგრებისთვის მიწის მოჭრა ხელით;
7. რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის ფიქალის ქვით მოპირკეთება;
8. მინაშენის თიხატკეპნილზე ფიქალის იატაკების მოწყობა;
9. ნაკოშკარის გაწმენა ნანგრევებისგან;

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები