„საუბრები რომანტიზმზე – გრიგოლ ორბელიანი“ – სალონური შეხვედრა გაიმართება

15 ოქტომბერს,  18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ  სახლ-მუზეუმში საღამო „საუბრები რომანტიზმზე – გრიგოლ ორბელიანი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს. როგორ ვაფასებთ დღევანდელი გადმოსახედიდან გროგოლ ორბელიანის მამულიშვილობასა და შემოქმედებას, ამ თემებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ბენაშვილი ისაუბრებს.
რომანტიზმი – მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აღმოცენდა XVIII საუკუნეში. საქართველოში რომანტიზმი XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ამ მიმდინარეობის დამკვიდრება ქართული კულტურის ევროპული ორიენტაციის მანიშნებელი იყო. რომანტიზმმა მთავარი ადგილი დაუთმო წარმოსახვასა და გრძნობას, რაც აისახა ქართველი რომანტიკოსის გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში.

მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები