ჩერნიგოვოს სამხედრო ბაზაზე ხანძარს ვერ აქრობენ

უკრაინაში, ჩერნიგოვოში, სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება, ამ დრომდე, ვერ ხერხდება.
აღნიშნულ საცავში 100 ათას ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა და რაკეტები ინახებოდა.
უკრაინული სააგენტო TCN-ის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში მე-6, ხოლო ომის დაწყებიდან საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქების მე-5 შემთხვევაა.
ამ ორი წლის მანძილზე მთლიანად განადგურდა ხარკოვის და ვინიცას ბაზები.
ქალაქ იჩნიასთან მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქებები, გუშინ, 9 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ქალაქის მცხოვრებთა ევაკუაცია, ამ დრომდე მიმდინარეობს. 16-კილომეტრიანი საცხოვრებელი ზონიდან ჯამში 20 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია უნდა მოხდეს.
ქალაქიდან 30 კილომეტრის რადიუსში, გადაკეტილია ავტომაგისტრალები, სარკინიგზო და საჰაერო გზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები