რუკაზე საქართველოს საზღვრების მიზანმიმართული შეცვლა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

უმრავლესობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, რუკაზე საქართველოს საზღვრების მიზანმიმართული შეცვლა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში დარეგისტრირდება.
“ქართულ ოცნებაში” სიახლის მიზეზად, ამ მიმართულებით, რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ასახელებენ.
„კრემლმა ერთგვარად პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა ქართული რუკა და მას ამახინჯებს. თუკი მოხდება ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი რუკების გავრცელება, იმპორტი, ეს იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი“, – აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
ინიციატივა ოპოზიციისთვის მისაღებია, თუმცა იმ ფონზე, როცა მათი მტკიცებით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად რუსული ნარატივის მატარებელ კანდიდატს უჭერს მხარს – წინადადებას არაადეკვატურად და ამომრჩევლის მოტყუებად მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები