“ნაციონალური მოძრაობა” „იმედის“ თოქ-შოუში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ნაციონალურმა მოძრაობამ ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში მონაწილეობაზე კვლავ უარი განაცხადა. გადაცემაში „პირისპირ“, რომელშიც დღეს პრეზიდენტობის კანდიდატები – დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ მიწვეულნი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ მივიდა.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში მონაწილეობაზე უარს სეზონის დასაწყისიდან ამბობს. გასულ კვირას კი თოქ-შოუში მონაწილეობაზე პარტიის ყველა წარმომადგენელმა უარი თქვა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები