შეხლა-შემოხლა პარლამენტთან- ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს
ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ინციდენტის დროს ერთმა პირმა დაზიანება მიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.
ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
სარალიძის შვილი, დავით სარალიძე ერთ-ერთი იყო 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნიდან. ამ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის 19 წლის ვაჟი, მაჩალიკაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ჩაატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, თემირლან მაჩალკაშვილსა და ამ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის კავშირი დადგინდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირის არ სჯერათ.