მწერალთა სახლში რევაზ კვერენჩხილაძის საიუბილეო საღამო გაიმართება
10 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, მწერლის და რეპრესირებულ მწერალთა არქივების მკვლევრის, რევაზ კვერენჩხილაძის 90 წლისთავის აღსანიშნავი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს მწერალთა კავშირიდან აცნობეს, წარმოდგენილი იქნება მწერლის ახალი წიგნები -„ჩანაწერები ლიტერატორის არქივიდან” და „ბრალს ვდებ”.
წიგნები „უნივერსალმა” გამოსცა.