თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს გამოვეხმაუროთ გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების მიერ თბილისის N15 ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ აღნიშნული ბაღის დირექტორი მიმდინარე კვირაში სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაწყებულია ფაქტის მოკვლევა, სააგენტო დაელოდება ამ უწყების დასკვნას და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.
აქვე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბაღების მართვის სააგენტოში მოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნებითა და დესტრუქციული ქმედებებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები