ანა ურუშაძე ევროპის კინოაკადემიის ნომინანტი გახდა
ცნობილი გახდა იმ 6 ფილმის შესახებ, რომლებიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის (EUROPEAN DISCOVERY 2018 – Prix FIPRESCI) იბრძოლებენ. ნომინანტებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის “საშიში დედა”. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულების ვინაობა გაირკვევა, 15 დეკემბერს გაიმართება.