მოძრაობის თეატრში „ასტიგმატისტების“  პრემიერა გაიმართება

13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში „ასტიგმატისტების“  პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი.
აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში, კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს მნახველს.
სპექტაკლ „ასტიგმატისტების“ გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციების დაცვას; იუბილარი მამა გამოუსადეგარ საჩუქრებს იღებს; ახალგაზრდა გოგო შეყვარებულს ჩუმად ხვდება პაემნებზე.
რეჟისორი – იოსებ ბაკურაძე;  კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე; მხატვარი – ბიძინა სიდიანი;
მონაწილეობენ: ანა თალაკვაძე, ლექსო ჩემია, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, უჩა მჟავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები