ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ვაჟმა, დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნისას გორის ღია ჩემპიონატი მოიგო

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მაია ოთინაშვილის მცირეწლოვანმა შვილმა, გიორგიმ დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს, კრივში გორის ღია ჩემპიონატი მოიგო.
ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მაია ოთინაშვილი თავისუფალია და საკუთარ სახლშია უკვე! გიორგიმ, ამ პატარა და ყოჩაღმა ბიჭმა კი დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს, გორის ღია ჩემპიონატი მოიგო კრივში და მონატრებულ დედას ასეთი წარმატებით დახვდა!”, -წერს ქეთევან ციხელაშვილი.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.
ოკუპანტებმა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის“ ბრალდებით სამი შვილის დედა, 37 წლის მაია ოთინაშვილი – 29 სექტემბერს, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები