ევროსაბჭოში, სასესიო კვირეულის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის სახელით ორგანიზებულ საზეიმო მიღებას უმასპინძლებს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა სესიაზე საქართველოს პოპულარიზაციაზე ვმუშაობთ. ვატარებთ ღონისძიებებს, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის წევრს დეპუტატებს აძლევს შესაძლებლობას მეტი გაიგონ საქართველოს, ქართული დამწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესახებ“, – განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ღონისძიება, რომელიც დღეს ევროპის საბჭოში გაიმართება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მიღებაზე ვუმასპინძლოთ და გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები და კულტურა. ბუნებრივია, რომ ასეთი ღონისძიებები ჩვენ გვეხმარება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციაში, არამედ პოლიტიკურადაც, რათა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს, სრული აღქმა ჰქონდეთ, როგორი კულტურის ისტორიის მქონე ქვეყანაზე ვსაუბრობთ და მათ შორის, რა პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.მსგავსი ღონისძიებები ზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მიღებაც კარგი შესაძლებლობა იქნება ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები