“სამი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის შედეგად, 12 ანომალია დაფიქსირდა” – ჩხარტიშვილის ადვოკატი ექსპერტიზის ახალ დასკვნას აქვეყნებს

“ომეგა ჯგუფის” საქმის ჩანაწერებზე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა უცხოური ექსპერტიზის ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის, „დილიჯენსის“ დასკვნის თანახმად, ტელეკომპანია “იბერიასა” და “რუსთავი 2” -ზე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული ან სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის შედეგად, 12 ანომალია დაფიქსირდა.
მისი თქმით, აღნიშნული დასკვნების შესხებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორსაც მიაწოდა.
„ახლახან, ჩვენ მივიღეთ ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო საექსპერტო ბიუროს „დილიჯენსის“ დასკვნა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთა შორის ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი უილიამ უებსტერია. „დილიჯენსის“ 2018 წლის 3 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები პირველი დასკვნის იდენტურია და ხაზგასმულია, რომ ამ ექსპერტიზით არაორაზროვნად დასტურდება ის გარემოება, რომ აუდიოჩანაწერებში არსებობს წყვეტა და სამი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, აღმოჩენილია თორმეტი ანომალია“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები