რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია მკაცრ საპასუხო ზომებს გამოიწვევს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილტდის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია მკაცრ საპასუხო ზომებს გამოიწვევს.
„თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ, ეს აგრესია და შეჭრა იქნება. თუ ეს მოხდება, სანქციებთან დაკავშირებული ყველა დისკუსია უნდა დავივიწყოთ. ასეთ შემთხვევაში რუსეთს სანქციები უპირობოდ დაუწესდება”, – განუცხადა კარლ ბილდტმა უკრაინულ არხს ინტერვიუს მიცემის დროს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კარგად ესმის ევროპისა და აშშ-ის გზავნილები და იცის, რომ ნებისმიერი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს გამოიწვევს.