ვანო ჩხარტიშვილი “იბერიას” და “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანიების “იბერიას” და “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.
შესაბამისი განცხადება ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ჩხარტიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში “ომეგა ჯგუფის” საქმეზე  გასული ჩანაწერები დამონტაჟებულია და მათ ვანო ჩხარტიშვილის პატივი და ღირსება შელახეს.
“ჩვენ დავიწყებთ დავას, პირველ რიგში, ლონდონში და შესაძლოა საქართველოშიც, ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ ამგვარი დამონტაჟებული მასალის ტელესერიალებად გავრცელება საქართველოში შეწყდეს და ადამიანებმა არ იხილონ ის, რაც სინამდვილეში არ ხდება”, – აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო დავა დაიწყება არა მარტო ამ ტელეკომპანიების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების, ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.
“ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან, დაესწრონ ჩვენ მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესებს და დაადასტურონ ჩვენი სიმართლე. ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დააანონსა, რომ ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალისა თუ ვერსიის წარდგენისა და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისგება საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს”, – აცხადებს ხატიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები