ეროვნულ ბიბლიოთეკაში გვანცა აფხაიძის პერსონალური გამოფენა – „ჯადოსნური ამბები“ გაიხსნება
11-13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქართველი ფსიქოდელიური ჟანრის მხატვრის, გვანცა აფხაიძის პერსონალური გამოფენა.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, 26 წლის გვანცა აფხაიძის გამოფენას „ჯადოსნური ამბები“ ჰქვია და მის ორიგინალურ სამყაროს გადმოგვცემს.
გვანცა აფხაიძემ ხატვა იმ დროს დაიწყო, როცა მძიმე სენს ებრძოდა. განცდები და ემოციები ნახატებით გადმოსცა და ფერთა თავისთავადი პალიტრა შექმნა.