ფრანკფურტში რუსთაველის თეატრმა რობერტ სტურუას სპექტაკლი „სტიქსი“ წარმოადგინა
ფრანკფურტში, წამყვან თეატრალურ სივრცეებს კვლავ ქართული თეატრალური დასები იპყრობენ.
Künstlerhaus Mousonturm-ის დიდ სცენაზე, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის თეატრმა რობერტ სტურუას სპექტაკლი „სტიქსი“ წარმოადგინა.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.