ლავროვი ეუთოს მოუწოდებს, ჟურნალისტების გასათავისუფლებლად იმოქმედოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს მოუწოდებს, სასწრაფოდ იმოქმედოს ქალაქ კრამატორსკში დააკავებული LifeNews-ის ჟურნალისტების გასათავისუფლებლად. ეუთოს თავმჯდომარის დიდიე ბურკჰალტერის განცხადებით, ისინი ამ საკითხით დაინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს კრამატორსკში LifeNews-ის ორი ჟურნალისტი დაიკარგა. მარატ საიჩენკო და ოლეგ სიდიაკინი რეგიონში მასალის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. უკანასკნელად ისინი თვითმხილველებმა კრამატორსკში, ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოსთან შენიშნეს, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რედაქციას მოსკოვის დროით, უკანასკნელად 13:50 საათზე დაუკავშირდა. ჟურნალისტმა და ოპერატორმა რედაქტორს ასეთი შინაარსის მესიჯი მისწერეს: „ჩვენი საქმე ცუდადაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები