9 ოქტომბერი
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა; რა პრობლემები იკვეთება ამ პროცესში, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს რეფორმა.
რის გამო ვერ გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილები, რატომ ხდება რომ მანქანები, რომლებსაც გავლილი აქვთ ინსპექტირება, მაინც ბოლავენ და გარემოს დამაბინძურებლებად რჩებიან.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი 593 53 45 24.
9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი „ქორთიარდ მერიოტში“ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: თავისუფლების მოედანი №4, მოლაპარაკებათა ოთახი №1
საკონტაქტო პირი: მარიამ ცოცხალაშვილი +995 591 24 80 01
თემა: მსოფლიოში აღიარებული ლონდონის ავტორიტეტული ექსპერტიზის ბიუროს ახალი დასკვნა – ბოლო დროს, სატელევიზიო ეთერებით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობა