ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 32 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

კოლუმბიაში ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 32 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ კოლუმბიური გამომცემლობა “El Heraldo” იუწყება. ტრანსპორტი ეკლესიაში მიდიოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.
ქალაქის მერმა ფუნდასონ სტელა დიურანმა განაცხადა, რომ ავტობუსში მყოფ ბავშვებს თან ახლდათ მძღოლი. ავტობუსში სულ 50-მდე ბავშვი იმყოფებოდა. კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაღუპული ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, რომ იზიარებს მათ ტკივილს, როგორც მშობელი და კოლუმბიელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები