ბურჭულაძის მეუღლემ სასამართლო დატოვა – “დაკითხვის შემდეგაც ვასილენკოსთან კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა”(ვიდეო)

ანგელა ვასილენკოსთან გამოძიებას პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა, – ამის შესახებ „იავნანას“ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დაკითხვამდე გამოძიებას ჰქონდა ანგელა ვასილენკოსთან კითხვები, თუ რატომ იყენებდა ის ფონდ „იანვნანას“ თანხებს, თუმცა დაკითხვის შემდეგაც ეს კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
რაც შეეხება გამოძიებას, როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების მოპოვების პროცესი ამ ეტაპზე დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო დღეს, საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გამოცხადდა. გამოკითხვა სასამართლოში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები