“საქართველოს რეფორმები თავდაცვის სფეროში სათანადოდ არის დანახული პარტნიორების მხრიდან”

ჩვენ გვაქვს თავდაცვის თანამედროვე სისტემა და ამავე დროს პროგრესული, ძლიერი სამშვიდობო ინიციატივები, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“საქართველოს რეფორმები თავდაცვის სფეროში სათანადოდ არის დანახული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ გვაქვს თავდაცვის თანამედროვე სისტემა და ამავე დროს პროგრესული, ძლიერი სამშვიდობო ინიციატივები. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი მოკავშირეების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ რეფორმების მიმართულებით დასახული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები