“იზორიას რეფორმისთვის მაღალი შეფასების მიცემა მატის-აპატურაის მიერ, არის წინსვლა ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“

„ლევან იზორიას რეფორმისთვის მაღალი შეფასების მიცემა მატისისა და აპატურაის მიერ არის სერიოზული წინსვლა ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ განაცხადა.
„როგორც ბრიუსელის სამიტზე ისე ახლა, თავდაცვის მინისტერიალზე ნატოს ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებენ, რომ ჩვენ მნიშნველოვნად ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს და იზრდება ჩვენი შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა, რაც თავის მხრივ გვაახლოვებს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს სწორედ მინისტრ იზორიას ხელმძღვანელობის დროს სამინისტროში გატარებული რეფორმებისა და პროგრესული ინიციატივების შედეგია. ვფიქრობ, ის დინამიკა რაც სამინისტროში გაწერილი გეგმით მიმდინარეობს, მაქსიმალურად უჭერს მხარს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის რეფორმას ნატომ და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები