“ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მოწონებული, რეფორმები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით უმნიშნველოვანესია”

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მოწონებული, საქართველოს თავდაცვის რეფორმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით უმნიშნველოვანესია”.
“ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მოწონებული, სამინისტროში ჩატარებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლების და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით უმნიშნველოვანესია. ეს რეფორმები ქმნის მყარ საფუძველს, რომ საქართველოს ჰქონდეს საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკურირესურსები.
ეს მიდგომა და პოლიტიკა სრულად შეესაბამება ნატოს და აშშ-ს ახლებურ მიდგომებს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები