კახა კალაძე: „ომეგას” საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არანაირი სკანდალი არ მოუსმენია საზოგადოებას

„ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არანაირი სკანდალი არ მოუსმენია საზოგადოებას. თქვენ გაქვთ მცდელობა ეს სკანდალად წარმოადგინოთ, თუმცა ეს სკანდალი არ არის – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ კუთხვას, შესაძლოა თუ არა ჩანაწერებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაზე დაბარება.
თბილისის მერის შეფასებით, ეს არის ერთი დიდი უნიჭო აბსურდი.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ გაურკვეველ თემებზე“.
„დამფუძნებლის მხრიდან რა ინტერვიუც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ტელევიზიაში, იქაც ვერავინ ვერაფერი გაიგო.
„არანაირი სკანდალური ჩანაწერები არ მოუსმენია საზოგადოებას. თქვენ გაქვთ მცდელობა ეს სკანდალად წარმოუდგინოთ საზოგადოებას, თუმცა ეს სკანდალი არ არის. გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ გაურკვეველ თემებზე. დამფუძნებლის მხრიდან რა ინტერვიუც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ტელევიზიაში, იქაც ვერავინ ვერაფერი გაიგო; ქალბატონი კვესიტაძე და ბატონი გვარამია კი ცდილობდნენ, რომ რაღაც ინტერპრეტაცია მოეხდინათ იმ პიროვნების საუბრის, მაგრამ საზოგადოებამ მაინც ვერაფერი გაიგო. ამავდროულად გამოქვეყნდა ექსპერტიზის დასკვნები, რომ ჩანაწრები მიჭრილ-მოჭრილი და შეთითხნილია. ეს ვისი ხელწერაა, ძალიან კარგად ვიცით. ვერ გამოდიან იმ წარსულიდან და ისევ იმ ჭაობში არიან ჩარჩენილები.
მე საფუძველს ვერ ვხედავ ადამიანების გამოკითხვის ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი დიდი უნიჭო აბსურდი, რომელიც არ ვიცი ვინ გააკეთა, ვისი თანამონაწილეობით დაიდგა, მაგრამ ცხადია, ავთენტურობა, ჩანაწერებთან დაკავშირებული კვლევები, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ და ასევე ლონდონში ერთ-ერთმა ცნობილმა საექსპერტო ბიურომ წარმოადგინა, ეს არის ამ ყველაფრის შედეგი”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები