გამომძიებელი: ბრალდებული მოყვა, როგორ მოიშორა სისხლიანი დანა, რომლითაც შეყვარებული მოკლა

თემქაზე მოკლული გოგონას საქმის გამომძიებლის ლაშა ტუხაშვილის განცხადებით, ლადო გრიგალაშვილმა, მოწმის სახით დაკითხვისას ყოფილი შეყვარებულის მკვლელობა აღიარა.
როგორც გამომძიებელი აცხადებს, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილზე არანაირი ტიპის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ჩვენების მიცემის შემდეგ თავად გრიგალაშვილმა მოაწერა დაკითხვის ოქმს ხელი.
„მე დავკითხე ამჟამად უკვე ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი და მან დაკითხვისას დაადასტურა, რომ უშუალოდ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა თუ როგორ მოიცილა დანაშაულის იარაღი, სისხლიანი დანა”, – განაცხადა გამომძიებელმა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები