“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კომპანიის ფასადი დააზიანეს

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კომპანიის ფასადი დააზიანეს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კომპანიის ფასადი დააზიანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს საგამოძიებო სამუშაობს.
“დღეს, 8 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი.
აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები