„საუბრები ხელოვნების შესახებ“ – ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში ლექციათა ციკლი გრძელდება
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში გრძელდება ლექციათა ციკლი „საუბრები ხელოვნების შესახებ“, რომელიც აერთიანებს: ხელოვნებას, მის ჟანრებს, დარგებს, მიმდინარეობებს, მსოფლიოს ცივილიზაციებს, ხელოვნების სფეროში მომხდარ თუ მიმდინარე ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებს.
როგორც „კვირას“ ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზიდან აცნობეს, ლექციები ასეთი თანამიმდევრობით ჩატარდება:
13 ოქტომბერი – „ქვის ხანის ადამიანის მხატვრული აზროვნება”.
20 ოქტომბერი – „ნილოსი და ეგვიპტური მონუმენტალიზმი”.
27 ოქტომბერი -„ხელოვნება უძველეს ქალაქ სახელმწიფოებში”.
ლექციას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნე ვატო ხოშტარია.
დასაწყისი: 14:00 საათზე.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 11.