„არ შეგეშლებათ სწორად გაიგოთ, ვინ რისთვის ცდილობს გახდეს პრეზიდენტი – ვის აქვს ღვარძლი, რევანშის სურვილი და ვის რეალურად უნდა თავის ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს“

„მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საპარეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, სიღნაღში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სერგეენკომ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და თითოეულ მათგანს არჩევნებზე წასვლისკენ და ხმის მიცემისკენ მოუწოდა. „ჩემი ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ის, რომ არცერთი თქვენთაგანის ტკივილი თუ გაჭირვება არ რჩება ჩვენს გვერდით, ასე არ ხდება, შეიძლება ყველაფერს ერთბაშად ვერ ვერევით, მაგრამ, დამერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც სტკივა და ეს ტკივილი ჩვენთვის სულერთია და არაფერს არ ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად. რაც შეეხება შეხვედრის მთავარ მიზანს, მომავალ არჩევნებს, 28-ში საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი.
მე, მჯერა და თითოეულ თქვენთაგანს გაქვთ ისეთი გამოცდილება, რომელიც უტყუარ არჩევანს გაგაკეთებინებთ. მე, არაფერს არ გთხოვთ. ერთადერთი, ალბათ ყველას ვთხოვ, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენ არ შეგეშლებათ სწორად გაიგოთ ვინ რისთვის ცდილობს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ვის აქვს ღვარძლი, ძველი რაღაც მოუნელებელი, რევანშის სურვილი და ვის რეალურად უნდა თავის ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. მე, მჯერა, გულწრფელად მჯერა ამას რომ ვამბობ თითეულ თვენთაგანს, არჩევანის გაკეთება არ შეგეშლებათ. მე, მინდა ვთქვა მოკლე ისტორია, სულ რამოდენიმე თვის წინ ასე მოხდა, რომ პირველად მომიწია ლევილში ყოფნა, ლევილის მამულში და ლევილის სასაფლაოზე, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი არაჩვეულებრივად გვიხsნიდა იმ ისტორიას, იცოდა თითოეული ადამიანის ბედი, თითოეული ადამიანის განვლილი ცხოვრება, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, იქ მუშაობდნენ და შემდგომში განისვენებენ ლევილის სასაფლაოზე და გულწრფელად გეუბნებით, რომ მაინცდამაინც დიდად, როგორ გითხრათ, ემოციური არ ვარ, მაგრამ იქ ძალიან დავიტვირთე ამ ემოციით რომ ვუყურებდი იმ ადამიანების საფლავებს, რომლებმაც დატოვეს საქართველო და მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ და იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გამხდარიყო და მათ შეძლებოდათ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ, იმ ადამიანებმა, ვინც იქ განისვენებენ, ამის გაკეთება ვერ შესძლეს, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, ემოციურად ძალიან მიხარია, რომ ქალბატონმა სალომემ, რომელიც შთამომავალი არის იმ დიდებული ადამიანების, შეძლო არამარტო ჩამოსულიყო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის და არცერთი ნაბიჯი, არცერთი კომპრომის არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ებრძოლა უსამართლობისთვის და ებრძოლა თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი და მინდა ვუსურვო მას წარმატებები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები