შალვა პაპუაშვილი: მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“.

„მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე „ევრონაცების“ “ტაბულას” და „ნაცების“ “გია ჯაფარიძის” დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია “საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება” – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები