სოფელ ტყემლოვანაში გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ტყემლოვანაში გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 70 მეტრამდე რკინა-ბეტონის საფარის დაგება.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ტყემლოვანაში დაათვალიერეს შიდა სასოფლო გზის მოწესრიგების მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 70 მეტრამდე რკინა-ბეტონის საფარის დაგება.
სამუშაოები მიმდინარეობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”-ის ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს შპს „ხაშურგრუპი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები