“სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში გადაწყვეტილია რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს”

სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილია რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ კახეთში, სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
“მე ამაყი ვდგავარ აქ. ამაყი ვდგავარ იმიტომ, რომ მაქვს ქიზიყელებთან საქმე, პირდაპირებთან, მებრძოლებთან, სიტყვის ხალხთან. სიტყვას როცა ამბობს ქიზიყელი, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, აუცილებლად ასრულებს- ეს ერთი დიდი ოჯახია. სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები