მდინარაძე “ედისონ რისერჩის” კვლევაზე: პარტიული კვლევების საფუძველზე არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ყველა მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და მისი გამარჯვება 28 ოქტომბერს გარდაუვალია“, – ამის შესახებ მან “ედისონ რისერჩის” კვლევის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„პარტიული კვლევების საფუძველზე არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი კვლევები მაგრამ მის დეტალიზაციას არ ვახდენთ, რადგან, ბუნებრივია, რომ საზოგადოების მხრიდან სუბიექტურად აღიქმება. თუმცა, ყველა მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და მისი გამარჯვება 28 ოქტომბერს არის გარდაუვალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები