გია ვოლსკი: „ედისონ რისერჩი“ პირდაპირ „ნაცმოძრაობის” შეკვეთით მომუშავე ორგანიზაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება და მას პარტიულს უწოდებს:
„ედისონ რისერჩის“ კვლევა არის პარტიული კვლევა, რომელსაც აქვეყნებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ თუკი რაიმე მოხდა ისეთი, რეალური შედეგი თუკი დაიდო, ეს იქნება „ედისონ რისერჩის“ მონაცემების გაყალბება. „ედისონ რისერჩი“ არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით მომუშავე ორგანიზაცია”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები