ფრანკფურტში „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“  გაიხსნა

ფრანკფურტის შტრუველპეტერის მუზეუმში „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“  გაიხსნა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ ორი ორგანიზაციის – ,,ილუსტრატორის“ და ,,კონტაქტის“ თანამშრომლობით შეიქმნა და აერთიანებს ილუსტრატორების მიერ შექმნილ ნამუშევრებს: ილუსტრაციებს, მაკეტებს, ობიექტებს და სხვ. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია.
პროექტი ხორციელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, შტრუველპეტერის მუზეუმისა და „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით.
პროექტის ავტორები არიან: ეკა ტაბლიაშვილი, გიორგი ჯინჭარაძე, ხატია ჩიტორელიძე, თათია ნადარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები